ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს (Cookies) ჩვენი პლატფორმის გამართული მუშაობისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ღილაკზე „ვეთანხმები“ დაჭერით, თქვენ ადასტურებთ ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას. შეგიძლიათ ან უარყოთ არასავალდებულო ფაილები.

პოლიტიკა

წესები და პირობები

პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები (Terms of Service)

პრეამბულა: ბენეფიციართათვის: წინამდებარე წესები და პირობები შეთანხმებულია და წარმოადგენს „ჩვენსა" და „ტაქსოპარკს" შორის გაფორმებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. თქვენ სისტემაზე წვდომა გენიჭებათ შესაბამისი „ტაქსოპარკის" ავტორიზაციისა და დაშვების საფუძველზე. შესაბამისად, პლატფორმაში ავტორიზაციის, მისი ინტერფეისითა და ნებისმიერი ფუნქციონალით სარგებლობის აუცილებელ და სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს თქვენ („ბენეფიციარის") მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების სრულად გაცნობა და მათზე უპირობო თანხმობის განცხადება. რა არის პლატფორმა: წინამდებარე პლატფორმა (შემდგომში „პლატფორმა, ან „ჩვენ") წარმოადგენს ტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც „მომხმარებელს" (შემდგომში „მომხმარებელი" ან „ტაქსოპარკი") საშუალებას აძლევს, ავტომატიზებულად აღრიცხოს და მართოს თავის „ბენეფიციარებთან" (შემდგომში „თქვენ" / „მძღოლები") ურთიერთობა და ანგარიშსწორების ადმინისტრირების პროცესი. ჩვენი როლი: პლატფორმა მოქმედებს ექსკლუზიურად „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) სახელით და დავალებით, როგორც მისი კომერციული შუამავალი, კერძოდ: ა) პლატფორმა არ წარმოადგენს თქვენი ანაზღაურების გადამხდელ მხარეს - ეს ვალდებულება გააჩნია „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს), რომელთანაც თქვენ იმყოფებით სახელშეკრულებო ურთიერთობაში; ბ) პლატფორმა არ იღებს, არ ინახავს და არ განკარგავს თქვენს ან ტაქსოპარკის კუთვნილ თანხებს საკუთარი სახელით; როგორ მუშაობს ანგარიშსწორება: თქვენ, „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ გაცემული წვდომის საფუძველზე, სარგებლობთ პლატფორმის ინტერფეისით. „ანაზღაურების მოთხოვნა" ღილაკზე დაჭერა ნიშნავს: ა) თქვენ ადასტურებთ, რომ მითითებული საბანკო რეკვიზიტები წარმოადგენს თქვენს პირად საბანკო რეკვიზიტებს და სწორად არის მითითებული; ბ) თქვენ „მომხმარებლის" დაშვებით, ითხოვთ ანაზღაურებას „მომხმარებლისგან" (ტაქსოპარკისგან); გ) პლატფორმა ამ მოთხოვნას ამუშავებს „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) ინსტრუქციის სახით და ტექნიკურად გადასცემს მომსახურე ბანკს შესასრულებლად. ტექნიკური შეზღუდვები: საოპერაციო და ტექნიკური ლიმიტები პლატფორმის სერვერული მდგრადობის, უსაფრთხოების სტანდარტების დაცვისა და პრევენციული ღონისძიებებისათვის, ტაქსოპარკის მიერ ავტორიზებული „ანაზღაურების მოთხოვნის" მოდულით სარგებლობისას, ტაქსოპარკის დავალებით, სისტემაში ავტომატურად მოქმედებს შემდეგი სავალდებულო პარამეტრები: 1. თანხობრივი მოცულობის შეზღუდვები: • ერთჯერადი მოთხოვნა: მინიმუმ 1.00 ლარი — მაქსიმუმ 500.00 ლარი; • დღიური ლიმიტი (ნებისმიერი 24-საათიანი პერიოდი, მცოცავი წესით): მაქსიმუმ 1,000.00 ლარი; • კვირის ლიმიტი (ნებისმიერი 7-დღიანი პერიოდი, მცოცავი წესით): მაქსიმუმ 3,000.00 ლარი; • თვიური ლიმიტი: მაქსიმუმ 9,000.00 ლარი (გამოითვლება ყოველი მომდევნო 30 დღის მიხედვით, თბილისის დროით [UTC+4] და ავტომატურად ნულდება ყოველ მომდევნო 30 დღეში, მცოცავი წესით) 2. სიხშირის პროგრამული ლიმიტები (უსაფრთხოების ფანჯრები): კიბერ-უსაფრთხოებისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენების პრევენციის მიზნით, ახალი ტრანზაქციის ინიცირება ექვემდებარება დროით შეზღუდვებს. წარმატებით დასრულებული გადარიცხვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: • 3 წუთიან ინტერვალში: 2 ტრანზაქციას; • 5 წუთიან ინტერვალში: 3 ტრანზაქციას; • 1 საათის განმავლობაში: 5 ტრანზაქციას; • 24 საათის განმავლობაში: 15 ტრანზაქციას. 3. უსაფრთხოების ავტომატური კონტროლი: სისტემის ალგორითმი ავტომატურად დაბლოკავს ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც სცდება ზემოაღნიშნულ თანხობრივ ან დროით პარამეტრებს. ამასთან, მკაცრად იკრძალება ლიმიტებისთვის ხელოვნურად გვერდის ავლის მიზნით მოთხოვნების ნაწილ-ნაწილ დაყოფა ან განმეორებითი ინიცირება. პლატფორმაზე, შესაბამისი „მომხმარებლის" დაშვებით რეგისტრაცია ნიშნავს „ბენეფიციარის" სრულ თანხმობას ქვემოთ მოცემულ პირობებზე: 1. პორტალზე რეგისტრაცია, ფუნქციონალი და მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი: 1.1. „ბენეფიციარის" პლატფორმაზე რეგისტრაცია ხორციელდება ექსკლუზიურად „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ - უშუალოდ მონაცემების შეყვანით ან API ინტეგრაციის საფუძველზე. „ბენეფიციარი" ვერ დარეგისტრირდება პლატფორმაზე დამოუკიდებლად, „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) ინიციატივისა და წინასწარი დაშვების გარეშე. 1.2. „ბენეფიციარი" ადასტურებს, რომ პლატფორმაზე მის შესახებ ასახული ინფორმაცია არის ზუსტი, სრული და განახლებული. არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი მონაცემებით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე - მათ შორის არასწორ ანგარიშზე განხორციელებულ გადარიცხვაზე - პასუხისმგებლობა „მომსახურების მიმწოდებელს" არ ეკისრება; აღნიშნული დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პლატფორმა უფლებამოსილია: ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ტაქსოპარკს და შეაჩეროს „ბენეფიციარის" წვდომა პლატფორმაზე; ბ) აცნობოს „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს) შესაბამისი ზომების მისაღებად და შესაბამისად შეაჩეროს მიმდინარე „ანაზღაურების დავალებების" დამუშავება სიტუაციის გარკვევამდე; 1.3. „ბენეფიციარი" პასუხისმგებელია საკუთარი ავტორიზაციის საშუალებების (მათ შორის ერთჯერადი კოდების) უსაფრთხოებაზე. ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება ავტორიზებული წვდომით, ჩაითვლება „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ განხორციელებულად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დადასტურდება არაავტორიზებული წვდომა „ბენეფიციარის" ან/და „მომხმარებლის" ბრალის გარეშე. 1.4. „მომსახურების მიმწოდებლის" სტატუსი: 1.4.1 „ბენეფიციარი" (მძღოლი) აცნობიერებს, რომ „მომსახურების მიმწოდებელი" (პლატფორმა) წარმოადგენს ტექნოლოგიურ და კომერციულ შუამავალს, რომელიც მოქმედებს ექსკლუზიურად „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) სახელითა და დავალებით. „ბენეფიციარი" ეთანხმება და აცნობიერებს, რომ ტაქსოპარკის მიერ ასანაზღაურებელი საკომისიო „მომსახურების მიმწოდებლის" მიერ გაწეული მომსახურებისათვის გამოიქვითება ყოველ შესრულებულ „ანაზღაურების მოთხოვნის" შესრულებისას და შეადგენს 0.50 თეთრს - ტაქსოპარკის მიერ გაცემული დავალების საფუძველზე, აღნიშნული საკომისიო ავტომატურად გამოიქვითება ბენეფიციარისთვის გადასარიცხი თანხიდან ტრანზაქციის შესრულების მომენტში. შესაბამისად, ბენეფიციარი თანახმაა, რომ მის პირად საბანკო ანგარიშზე აისახოს საკომისიოს ოდენობით შემცირებული თანხა; 1.4.2 პლატფორმის მეშვეობით ინიცირებული „ანაზღაურების მოთხოვნის" ინსტრქუცია სამართლებრივად წარმოადგენს „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ გაცემულ საოპერაციო და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ინსტრუქციას. „ბენეფიციარი" აცხადებს და ადასტურებს, რომ პლატფორმაზე მისი წვდომა მომდინარეობს „მომხმარებლისგან" (ტაქსოპარკისგან) და წარმოადგენს „მომხმარებლის" მიერ მისთვის გადაცემულ ტექნიკურ ხელსაწყოს. „ბენეფიციარი" პლატფორმას იყენებს „მომხმარებლის" სახელით ინსტრუქციის გასაცემად. „ბენეფიციარსა" და „მომსახურების მიმწოდებელს" შორის არ წარმოიშობა დამოუკიდებელი სამართლებრივი ურთიერთობა. 1.5. პლატფორმის ფუნქციონალი „ბენეფიციარისთვის" 1.5.1. „მომხმარებელი" (ტაქსოპარკი) პლატფორმის საშუალებით, „ბენეფიციარს" აძლევს შესაძლებლობას: 1.5.1.1 იხილოს „მომხმარებლის" API ინტეგრაციის საფუძველზე პლატფორმაზე ასახული „ასანაზღაურებელი ოდენობა" - საინფორმაციო მაჩვენებელი, რომელიც ასახავს „მომხმარებლის" მის წინაშე არსებულ ანაზღაურების ვალდებულებას; 1.5.1.2 24/7 რეჟიმში ინიცირება გაუკეთოს „ანაზღაურების მოთხოვნას" „მომხმარებლის" მიმართ და მიიღოს მისი ავტომატური შესრულება - „ასანაზღაურებელი ოდენობისა" და „ტაქსოპარკის ბალანსის" ფარგლებში; 1.5.1.3. მიიღოს ინფორმაცია „მომხმარებლის" მიერ განსაზღვრული ბონუსებისა და წამახალისებელი პროგრამების შესახებ; 1.5.1.4. მიიღოს საინფორმაციო შეტყობინებები პლატფორმის ფუნქციონირებასთან, განახლებებთან და სიახლეებთან დაკავშირებით. „ბენეფიციარი" ადასტურებს და აცნობიერებს, რომ: ა) პლატფორმაზე ასახული „ასანაზღაურებელი ოდენობა" წარმოადგენს საინფორმაციო მაჩვენებელს და არა პლატფორმაში განთავსებულ ფულად სახსრებს; ბ) „ანაზღაურების მოთხოვნის" შესრულება შესაძლებელია მხოლოდ „ტაქსოპარკის ბალანსზე" ასახული სახსრების ფარგლებში, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს); გ) ბონუსებისა და წამახალისებელი პროგრამების პირობებს განსაზღვრავს ექსკლუზიურად „მომხმარებელი" (ტაქსოპარკი) - პლატფორმა პასუხისმგებელია მხოლოდ მათ ტექნიკურ ასახვაზე. 1.5.2. საკომისიოს გაქვითვის მექანიზმი: „ბენეფიციარი" აცნობიერებს და სრულ თანხმობას აცხადებს, რომ „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ პლატფორმის გამოყენებისათვის გადასახდელი 1.4.1 პუნქტით განსაზღვრული საკომისიო გამოიქვითოს „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ, „ბენეფიციარისათვის" გასაცემი თანხიდან - იმ „ანაზღაურების მოთხოვნის" ფარგლებში, რომელსაც „ბენეფიციარი" თავად ინიცირებს პლატფორმის საშუალებით - „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად. „ბენეფიციარი" ადასტურებს, რომ: ა) საკომისიოს გაქვითვის პირობები განისაზღვრება ექსკლუზიურად „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ - პლატფორმა ახორციელებს მხოლოდ ტექნიკურ შესრულებას; ბ) აღნიშნული მექანიზმი არ წარმოადგენს „ბენეფიციარის" მიერ პლატფორმის მიმართ განხორციელებულ გადახდას და არ გულისხმობს პლატფორმის მიერ ფულადი სახსრების მიღებას, შენახვას ან განკარგვას; გ) საკომისიოს გაქვითვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია უნდა წარედგინოს უშუალოდ „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს). 2. ანგარიშსწორების პასუხისმგებლობა: 2.1. „ბენეფიციარის" წინაშე ფინანსური ვალდებულების მატარებელია ექსკლუზიურად „მომხმარებელი" (ტაქსოპარკი). 2.2. ნებისმიერი ფინანსური პრეტენზია დარიცხული თანხების ოდენობის ან სისწორის შესახებ უნდა წარედგინოს უშუალოდ „მომხმარებელს". 3. რეკვიზიტების სისწორე და დასტური: 3.1. „ბენეფიციარი" თავად არის პასუხისმგებელი მის მიერ მითითებული საბანკო რეკვიზიტების სისწორეზე. 3.2. პლატფორმის ინტერფეისში (UI) „ანაზღაურების მოთხოვნის" ან შესაბამის ღილაკზე დაჭერა წარმოადგენს „ბენეფიციარის" დასტურს მონაცემთა სისწორის შესახებ. 3.3. „პლატფორმა უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს ნებისმიერი ოპერაცია, თუ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. ასეთ შემთხვევაში „ბენეფიციარს" ეცნობება შეჩერების ფაქტი. პრეტენზია წარედგინება „მომხმარებელს"; 4. პლატფორმის გამოყენების უფლებამოსილება 4.1. პლატფორმით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ პირისთვის, რომელიც: ა) არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული); ბ) რეგისტრირებულია პლატფორმაზე „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ და ფლობს მის მიერ მინიჭებულ წვდომას; გ) „მომხმარებელთან" (ტაქსოპარკთან) იმყოფება მოქმედ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შესაბამისად გააჩნია მოქმედი მართვის მოწმობა და აკმაყოფულებს სხვა სავალდებულო „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი მომსახურების გასაწევად; 4.2. „ბენეფიციარი" ადასტურებს, რომ წინამდებარე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შესაბამისობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს), რომელმაც „ბენეფიციარს" პლატფორმაზე წვდომა მიანიჭა. 5. პერსონალური მონაცემები და მარკეტინგი: 5.1. „ბენეფიციარი" აცხადებს თანხმობას, რომ მისი მონაცემები დამუშავდეს „მომსახურების მიმწოდებლის" მიერ „მომხმარებლის" დავალებით. 5.2. „ბენეფიციარი" უფლებამოსილია ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს შეტყობინებების მიღებაზე პლატფორმის პარამეტრების გვერდის მეშვეობით, ან „მომხმარებლის" ინფორმირებით, წინამდებარე მუხლის 5.6 პუნქტის შესაბამისად; 5.3. დამუშავებული მონაცემები პლატფორმაზე რეგისტრაციისა და „მომხმარებლისათვის" სერვისის მიწოდების მიზნით მუშავდება შემდეგი მონაცემები: ა) საიდენტიფიკაციო მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მოქალაქეობა, პირადობის/მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი) ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ბ) საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა; გ) პროფესიული მონაცემები: მართვის მოწმობის სერია, ნომერი და მოქმედების ვადა; ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობის მონაცემები; დ) ფინანსური მონაცემები: საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, პლატფორმაზე აქტიურობის ლოგი, ტრანზაქციების ისტორია. 5.4. დამუშავების საფუძველი და მიზანი: მონაცემები მუშავდება შემდეგი საფუძვლებით: ა) „მომხმარებელს" შორის არსებული ხელშეკრულების შესრულება; ბ) თქვენი ცალსახა თანხმობა, რომელიც გამოიხატება წინამდებარე პირობებზე დათანხმებით და პლატფორმაზე შესვლით; გ) კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულება (შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში); დ) „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) მიერ საჯარო-სამართლებრივი (მათ შორის, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის) მოთხოვნების დაცვის ტექნიკური ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ატვირთული დოკუმენტების პროგრამულ დამუშავებას (მათ შორის ტექსტის ავტომატურ ამოცნობას - OCR) და ტაქსოპარკისთვის შესაბამისობის ტექნიკური ინდიკატორების მიწოდებას, რათა მან დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება თქვენს დაშვებასთან დაკავშირებით. 5.5. მონაცემთა გადაცემა თქვენი მონაცემები გადაეცემა „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს) როგორც მონაცემთა მაკონტროლებელს და მომსახურე ბანკს, ტრანზაქციის განხორციელების მიზნით. მესამე პირებზე გადაცემა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5.6. თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ: ა) თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების ნახვა; ბ) არასწორი მონაცემების გასწორება; გ) მონაცემების წაშლა - კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში. მოთხოვნა წარედგინება „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს), რომელიც უზრუნველყოფს მის განხილვას 10 სამუშაო დღის ვადაში. 6. ელექტრონული ფორმის სამართლებრივი ძალა და ცვლილებები 6.1. ელექტრონული ფორმა: „ბენეფიციარი" ადასტურებს და თანხმობას აცხადებს, რომ: ა) წინამდებარე პირობებზე თანხმობა ელექტრონული ფორმით (Check-box-ის მონიშვნა, „ვეთანხმები" ღილაკზე დაჭერა ან პლატფორმის გამოყენება) სამართლებრივად თანაბარია წერილობით გაფორმებულ შეთანხმებასთან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული ნებისმიერი ელექტრონული კომუნიკაცია, შეტყობინება ან დადასტურება წარმოადგენს ოფიციალურ კომუნიკაციას და გააჩნია სრული სამართლებრივი ძალა; გ) „ბენეფიციარი" ვერ გაასაჩივრებს ელექტრონული ფორმით გაცემულ თანხმობას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი ქაღალდის/მატერიალურ ფორმატში არ არის გაფორმებული. 6.2. ცვლილებები: „მომსახურების მიმწოდებელი" უფლებამოსილია ცალმხრივად განაახლოს პლატფორმით სარგებლობის ტექნიკური და უსაფრთხოების წესები. აღნიშნული ცვლილებები ავტომატურად მოქმედია ტაქსოპარკისათვის. შესაბამისად, ცვლილებების შესახებ ინფორმირების შემდეგ, „ბენეფიციარის" მიერ პლატფორმით სარგებლობის გაგრძელება სამართლებრივად მიიჩნევა უშუალოდ „მომხმარებლის" (ტაქსოპარკის) განახლებულ წესებსა და დავალებებზე თანხმობად და დაქვემდებარებად. ცვლილებების შესახებ „ბენეფიციარს" ეცნობება პლატფორმის, SMS შეტყობინების ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით. 7. მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა 7.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 7.2. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე პირობებიდან ან მათთან დაკავშირებით, ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობას. 7.3. სასამართლოსათვის მიმართვამდე „ბენეფიციარი" ვალდებულია წინასწარ მიმართოს „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს) პრეტენზიით და მისცეს მას 10 (ათი) სამუშაო დღე სიტუაციის მოსაგვარებლად. 8. საკონტაქტო ინფორმაცია 8.1. წინამდებარე პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის, პრეტენზიის ან ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში „ბენეფიციარი" მიმართავს: ა) ფინანსური პრეტენზიების შემთხვევაში - „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს), რომელმაც პლატფორმაზე წვდომა მოგანიჭათ; ბ) ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში - პლატფორმას შემდეგ ელ.ფოსტაზე: valtodrive@gmail.com; გ) პერსონალური მონაცემების დაკავშირებით - „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს) და/ან პლატფორმას, შემდეგ ელ.ფოსტაზე valtodrive@gmail.com. გაფრთხილება: არასწორ საბანკო რეკვიზიტებზე განხორციელებული გადარიცხვისთვის პლატფორმა პასუხისმგებლობას არ იღებს. ვის უნდა მიმართოთ: ნებისმიერი პრეტენზია ანაზღაურების ოდენობის, ვადების ან სისწორის შესახებ უნდა წარედგინოს უშუალოდ „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს - უნდა წარედგინოს იმ „მომხმარებელს" (ტაქსოპარკს), რომელმაც თქვენ პლატფორმაზე დაგარეგისტრირათ და რომელთანაც გაქვთ სახელშეკრულებო ურთიერთობა). პლატფორმა პასუხისმგებელია მხოლოდ ტექნიკური ინსტრუქციის დროულად, მომსახურე ბანკისთვის გადაცემის სისწორეზე.
Valto - პარტნიორის წესები · Valto