იმუშავე მეტისთვის, აიმაღლე სტატუსი, შეინარჩუნე უპირატესობა
ჩვენთან თითოეული შესრულებული მგზავრობა შენს სტატუსსა და პირობებზე აისახება.
სისტემა შექმნილია როგორც ახალი, ისე მოქმედი და დაბრუნებული მძღოლებისთვის.
მოქმედი და დაბრუნებული მძღოლებისთვის სტატუსი განისაზღვრება ჯამურად შესრულებული მგზავრობების მიხედვით.
შესრულებული მგზავრობები კუმულაციურად გროვდება და სტატუსის მისაღებად ვადობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.
ELITE სტატუსის უპირატესობები
კვირის ბონუსი აქტიურია მხოლოდ ELITE მძღოლებისთვის.
ასევე, ყველა მომავალი კამპანია, სპეციალური შეთავაზება და ახალი წამახალისებელი პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ELITE სტატუსის მძღოლებისთვის.
ELITE ნიშნავს არა მხოლოდ უფრო დაბალ საკომისიოს, არამედ მეტ შესაძლებლობასაც, დღესაც და მომავალშიც.
ELITE სტატუსის შენარჩუნება
ELITE სტატუსი მიიღება 550+ ჯამურად შესრულებული მგზავრობით.
თუმცა, თუ მძღოლს ბოლო 30 დღის განმავლობაში არც ერთი შესრულებული მგზავრობა არ ექნება, მისი ELITE სტატუსი გაუქმდება და დაბრუნდება STARTER დონეზე.
მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად
- 16% 30 დღის განმავლობაში, მხოლოდ ახალი მძღოლებისთვის;
- სტატუსები განისაზღვრება ჯამურად შესრულებული მგზავრობებით;
- კვირის ბონუსი აქტიურია მხოლოდ ELITE მძღოლებისთვის;
- ყველა მომავალი კამპანია ხელმისაწვდომია მხოლოდ ELITE მძღოლებისთვის.
დაიწყე, განაგრძე ან დაბრუნდი, დააგროვე შესრულებული მგზავრობები, აიმაღლე სტატუსი და მიიღე მეტი.