ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს (Cookies) ჩვენი პლატფორმის გამართული მუშაობისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ღილაკზე „ვეთანხმები“ დაჭერით, თქვენ ადასტურებთ ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას. შეგიძლიათ ან უარყოთ არასავალდებულო ფაილები.

პოლიტიკა
ValtoPay logo
Menu

წესები და პირობები

ვებსაიტისა და რეგისტრაციის წესები და პირობები (Terms of Service)

ბოლო განახლების თარიღი: 2026 წლის 5 მარტი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.1. წინამდებარე წესები და პირობები (შემდგომში - „წესები“) არეგულირებს ვებგვერდ valto.ge-ის (შემდგომში - „ვებგვერდი“) გამოყენებასა და მისი მეშვეობით მომხმარებლის რეგისტრაციის ინიცირების პროცესს. 1.2. ვებგვერდზე წვდომითა და მისი სერვისებით სარგებლობით, თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე წესებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით მოცემულ პირობებს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა. მუხლი 2. ვინ ვართ ჩვენ და რა არის ჩვენი როლი 2.1. ვებგვერდის ოპერირებას ახორციელებს შპს „ვალტო“ (ს/კ: 402348250) (შემდგომში -„კომპანია“). 2.2. კომპანიის ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს მძღოლებისა და კურიერების რეგისტრაციის ინიცირება, ტექნიკური მხარდაჭერა და ინფორმირება პარტნიორ პლატფორმებზე, კერძოდ: 2.2.1 ტაქსის მიმართულებით: RideTech LLC (ს/ნ 402218890)-ის პლატფორმაზე; 2.2.2. მიტანის (Delivery) მიმართულებით: Delivery Technologies (ს/ნ 405710164)-ის პლატფორმაზე. 2.3. მნიშვნელოვანი დათქმა: კომპანია წარმოადგენს დამოუკიდებელ შუამავალს და არ არის ზემოთ აღნიშნული პლატფორმების მფლობელი ან ოპერატორი. შესაბამისად, კომპანია არ აკონტროლებს პარტნიორი პლატფორმების შიდა გადაწყვეტილებებს, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): რეგისტრაციის დამტკიცებას/უარყოფას, სატარიფო პოლიტიკას, ალგორითმების მუშაობას, წესების დარღვევის შეფასებასა და ანგარიშის ბლოკირებას/შეჩერებას. მუხლი 3. მომსახურების აღწერა 3.1. ვებგვერდის ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს: 3.1.1. გააგზავნოს განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია მძღოლის/კურიერის პოზიციაზე რეგისტრაციის ინიცირებისთვის; 3.1.2. მიიღოს საოპერაციო მხარდაჭერა კომპანიის საკომუნიკაციო არხების (WhatsApp, ელ-ფოსტა) მეშვეობით; 3.1.3. ისარგებლოს პერსონალური საინფორმაციო კაბინეტით (აღნიშნული ფუნქციონალის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში). 3.2. ვებგვერდზე განთავსებული საინფორმაციო მასალები ატარებს ზოგად ხასიათს და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას. მუხლი 4. დასაშვებლობა და შრომითი მიგრაციის რეგულაციები 4.1. კომპანია ოპერირებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საკანონმდებლო მოთხოვნების სრული დაცვით. 4.2. ვებგვერდზე რეგისტრაციის ინიცირება ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად: • საქართველოს მოქალაქეებისთვის; ან • მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის. 4.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის სამართლებრივი სტატუსი არ შეესაბამება 4.2 პუნქტით დადგენილ კრიტერიუმებს, სისტემა ავტომატურად შეწყვეტს რეგისტრაციის პროცესს. 4.4. არაუფლებამოსილი პირების მიერ შეყვანილი მონაცემები არ ექვემდებარება დამუშავებას და სისტემიდან იშლება მყისიერად, რეგისტრაციაზე უარის ავტომატური გენერირებისთანავე. მუხლი 5. ვერიფიკაცია და საიდენტიფიკაციო მოთხოვნები 5.1. რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად, მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს იდენტიფიკაცია და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. 5.2. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი დოკუმენტების მაღალი ხარისხის ფოტო/სკანირებული ასლების ატვირთვა. ბუნდოვანი, დაზიანებული ან არასრულყოფილი დოკუმენტის ატვირთვის შემთხვევაში, სისტემა ვერ განახორციელებს ვერიფიკაციას, რაც გახდება რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. 5.3. მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, სისრულესა და აქტუალურობაზე. მუხლი 6. მომხმარებლის ვალდებულებები 6.1. ვებგვერდით სარგებლობისას მკაცრად იკრძალება: 6.1.1 პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი არაკანონიერი ან თაღლითური მიზნისთვის; 6.1.2. ყალბი, მცდარი ან სხვისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოყენება; 6.1.3. ვებგვერდის პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩარევა, მისი მუშაობის შეფერხება ან უსაფრთხოების სისტემების გვერდის ავლა; 6.1.4. მესამე პირთა ინტელექტუალური და სხვა სახის უფლებების დარღვევა. მუხლი 7. მესამე მხარეები და მონაცემთა გადაცემა 7.1. რეგისტრაციის ინიცირების მიზნით, მომხმარებლის მიერ მოწოდებული მონაცემები გადაეცემა შესაბამის ოპერატორს (RideTech LLC ან Delivery Technologies) მხოლოდ იმ აუცილებელი მოცულობით, რაც საჭიროა პროფილის გასააქტიურებლად. 7.2. მესამე მხარის (ოპერატორების) მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება მათი დამოუკიდებელი წესების, პირობებისა და შიდა პროცედურების საფუძველზე. მუხლი 8. ინტელექტუალური საკუთრება 8.1. ვებგვერდზე განთავსებული სრული კონტენტი, მათ შორის ტექსტები, დიზაინი, გრაფიკული ელემენტები, ლოგოები და პროგრამული კოდი, წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას ან გამოიყენება შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. 8.2. სასტიკად აკრძალულია ვებგვერდის მასალების ნებისმიერი ფორმით კოპირება, მოდიფიცირება ან გავრცელება კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობის შეზღუდვა 9.1. ვებგვერდი და მასზე არსებული სერვისები მოწოდებულია „როგორც არის“ პრინციპით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია იღებს ყველა გონივრულ ზომას ვებგვერდის უწყვეტი ფუნქციონირებისთვის, იგი არ იძლევა გარანტიას ტექნიკური შეფერხებების, ხარვეზებისა თუ სისტემური შეცდომების სრული არარსებობის შესახებ. 9.2. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას პარტნიორი პლატფორმების (ოპერატორების) მიერ გაწეულ სერვისებზე, მათ გადაწყვეტილებებზე, სისტემურ შეფერხებებსა და იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მიადგეს მომხმარებელს მის მიერ არასწორი/ყალბი მონაცემების მიწოდების შედეგად. მუხლი 10. პერსონალური მონაცემების დაცვა 10.1. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება კომპანიის „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ (Privacy Policy) მკაცრი დაცვით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 11. წესებში ცვლილებების შეტანა 11.1. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები და დამატებები წინამდებარე წესებში. 11.2. განახლებული რედაქცია ძალაში შედის ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ვებგვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება შეცვლილ პირობებზე თანხმობად. მუხლი 12. მოქმედი სამართალი და დავების გადაწყვეტა 12.1. წინამდებარე წესები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 12.2. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება უნდა გადაწყდეს ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს განსჯადი სასამართლო კომპანიის იურიდიული მისამართის მიხედვით. საკონტაქტო ინფორმაცია ნებისმიერი კითხვის ან ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: შპს „ვალტო“ (ს/კ: 402348250) მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 43, 0159 ტელეფონი: +995 501 33 44 04 ელ-ფოსტა: valtodrive@gmail.com